მოქვის ტაძარი,ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი

 



მოქვის ტაძარი — საკათედრო ტაძარი საქართველოში, მდებარეობს სოფელ მოქვშიოჩამჩირის მუნიციპალიტეტშიაფხაზეთი. ააგო აფხაზთა მეფე ლეონ III-მ (957-967). ტაძარი სამნავიანი იყო, მაგრამ ის გუმბათოვან ტაძრად გადააკეთეს. შუა (საკურთხევლის) აფსიდი შიგნიდან ნალისებრი ფორმისაა, გარედან ხუთწახნაგაა. გუმბათი ეყრდნობა შენობის ცენტრში აღმართულ ოთხ ბოძს. კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრების საშუალებით. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელი დაბალია. შენობა შემოსილია თლილი ქვის პერანგით. ფასადებზე ჩუქურთმები არ აქვს. ტაძარს მდიდარი წიგნთსაცავი ჰქონია, რასაც მოწმობს ჩვენს დრომდე მოღწეული ხელნაწერები.


წყარო:ვიკიპედია

Popular posts from this blog

აფხაზეთი