აფხაზები

 


აფხაზები (აფხ. аԥсуаа [aphsuaa]) — ჩრდილო-დასავლეთ საქართველოშიაფხაზეთის ისტორიულ რეგიონში მცხოვრები აბორიგენული მოსახლეობა. საუბრობენ აფხაზურ ენაზე1989 წლის აღწერით საქართველოში 95,9 ათასი აფხაზი ცხოვრობდა, აფხაზეთის ასსრ-ში — 93,3 ათასი, მთლიანად საბჭოთა კავშირში კი 105 ათასი. 2003 წელს აფხაზეთის სეპარატისტული მთავრობის მიერ ჩატარებული აღწერის მიხედვით „რესპუბლიკაში“ 94,5 ათასი აფხაზი ცხოვრობს[10]. გარდა აფხაზეთისა მრავალრიცხოვანი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს საქართველოს გარეთაც, მათ შორის ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში (თურქეთისირიაიორდანია), ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. დიასპორაში ერთ ხალხად აღიქმებიან როგორც საკუთრივ აფხაზები, ისე ჩრდილოეთკავკასიელი აბაზების შთამომავლები; მათი საერთო რაოდენობა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში 400 ათასამდე აღწევს (ეს ციფრი პირობითია, ზუსტი ოფიციალური რაოდენობა არ არსებობს)[11].

აფხაზები ეთნიკურად ენათესავებიან ჩრდილოკავკასიური წარმომავლობის ადიღებსა და უბიხებს. გარდა ამისა, აფხაზებს კულტურულ და საყოფაცხოვრებო თავისებურებებში მეტი საერთო აქვთ ქართველებთან. მათთან საუკუნეთა განმავლობაში ერთობლივმა თანაცხოვრებამ და მჭიდრო ურთიერთობამ გავლენა იქონია როგორც ენაზე, ასევე აფხაზთა ანთროპოლოგიაზეც.


წყარო: ვიკიპედია

Popular posts from this blog

აფხაზეთი