აფხაზეთი
შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქართველური ტომების დასახლება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ივარაუდება, ხოლო კერძოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად დადასტურებულია ქვედა პალეოლითის პერიოდიდან ( იაშთხვას ნამოსახლარი). [1] უკვე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთში განვითარებული იყო არა მხოლოდ მიწათმოქმედება და მესაქონლეობა , არამედ მეცხოველეობა , კერამიკის წარმოება, ქვის , სპილენძისა და ბრინჯაოს დამუშავება. ძვ. წ. II ათასწლეულიდან შემორჩენილია მრავალი დოლმენი . ანტიკურ ხანამდე ამ ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვაუწყებს, რომ აქ არსებობს საერთო კოლხური , ე. ი. ქართველური კულტურა. ამ დიდი კულტურის შიგნით, სპეციალისტთა დასკვნით, გამოიყოფა ცალკეული რეგიონალურ-ლოკალური ვარიანტები, მაგრამ მთლიანობაში ის კოლხური კულტურაა. წყარო:ვიკიპედია
















