ილორის წმ. გიორგის ეკლესია,ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი

 


ილორის წმინდა გიორგის ეკლესია — XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც აგებულია სოფ. ილორის (ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) შუაგულში, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა. პროპორციათა მოხდენილობითა და შესრულების ტექნიკური დონით იგი ექცევა ნაგებობათა იმ წრეში, რომელშიც ჩანს შუა საუკუნეების საქართველოს წამყვანი რეგიონების მხატვრული მისწრაფებანი. 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ილორის ეკლესია აფსიდით დასრულებული ერთნავიანი ნაგებობაა, რომელსაც ჩრდილოეთიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან სხვადასხვა ხანის მინაშენები აქვს. აღმოსავლეთ ფასადზე შემონახულია ძველი ქართული წარწერებიანი 5 ქვა, რომლებიც ასევე XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება. XVII საუკუნეში ილორის ეკლესია ლევან II დადიანმა შეაკეთა. 1730 წელს ოდიშის სამთავროში შემოჭრილმა თურქთა ლაშქარმა გადაწვა. მაშინ განადგურდა ტაძრის მოხატულობაც), თუმცა მალევე აღადგინეს ოდიშის მთავრებმა. იმერეთის მეფეებმა ალექსანდრე V-მ (1720-1752 წწ.), სოლომონ I-მა (1752-1784 წწ.), დავით II-მ (1784-1789 წწ.) და სოლომონ II-მ (1789-1810 წწ) მას ყმები და მამულები შესწირეს. ძეგლი საფუძვლიანად შეაკეთეს XIX საუკუნის 40-იან წლებში.


წყარო:ვიკიპედია

Popular posts from this blog

აფხაზეთი