აფხაზეთი


 შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქართველური ტომების დასახლება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ივარაუდება, ხოლო კერძოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად დადასტურებულია ქვედა პალეოლითის პერიოდიდან (იაშთხვას ნამოსახლარი).[1] უკვე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთში განვითარებული იყო არა მხოლოდ მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, არამედ მეცხოველეობაკერამიკის წარმოება, ქვისსპილენძისა და ბრინჯაოს დამუშავება. ძვ. წ. II ათასწლეულიდან შემორჩენილია მრავალი დოლმენიანტიკურ ხანამდე ამ ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვაუწყებს, რომ აქ არსებობს საერთო კოლხური, ე. ი. ქართველური კულტურა. ამ დიდი კულტურის შიგნით, სპეციალისტთა დასკვნით, გამოიყოფა ცალკეული რეგიონალურ-ლოკალური ვარიანტები, მაგრამ მთლიანობაში ის კოლხური კულტურაა.

წყარო:ვიკიპედია