ბედიის მონასტერი,ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი

 


ბედიის მონასტერი — X საუკუნის ქართული მონასტერი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში.

ისტორიული ცნობების თანახმად, ბედიის კომპლექსი X საუკუნის მიწურულს, დაახლოებით 999 წელს ააგო გაერთიანებული საქართველოს პირველმა მეფემ ბაგრატ III ბაგრატიონმა, შექმნა „საყდრად საეპისკოპოსოდ“, შესწირა მრავალი სოფელი, ეკლესია შეამკო „ყოვლითა სამკაულითა“ და ბოლოს აქვე დაიკრძალა.


ბედიის სამონასტრო კომპლექსი აღმართულია 
ოჩამჩირიდან 25 კმ-ის დაშორებით. სოფელ ბედიის ცენტრში. იგი ქართული ხუროთმოძღვრების ულამაზესი ნიმუშია. მასში დღეისთვის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, საეპისკოპოსო პალატა და სამრეკლოს ნაწილი შედის.

სამონასტრო კომპლექსის მთავარ ნაგებობას წარმოადგენს ეზოს ცენტრში აგებული ბედიის ღმრთისმშობლის სახელობის ტაძარი, მისგან დასავლეთით შერჩენილია ბედიელ მიტროპოლიტთა ორსართულიანი სასახლე.


წყარო:ვიკიპედია

Popular posts from this blog

აფხაზეთი