Posts

posts

აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება

 აფხაზეთის ისტორიულ-გეოგრაფიული დახასიათება აფხაზეთი (აფხ. Аԥсны, აფსნი) — საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე, ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთით, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, დღეს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით, უკავია 8,7 ათ. კვ.კმ. ტერიტორია მდინარეებს ენგურსა და ფსოუს შორის. ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ (იხ. საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ), იმართება დე ფაქტო ხელისუფლების მიერ. მისი დამოუკიდებლობა აღიარა რუსეთმა და სხვადასხვა გარიგებების სანაცვლოდ ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ. ჩრდილოეთით ესაზღვრება რუსეთის ფედერაციას, სამხრეთ-აღმოსავლეთით საოკუპაციო ხაზი გადის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.   აერთიანებს რამდენიმე ისტორიულ ოლქს: საძენი (ანუ ჯიქეთი), ბზიფი, გუმა, შუა სოფელი, სამურზაყანო და წებელდა-დალი. აფხაზეთი, როგორც პოლიტიკური ერთეული, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ტერიტორიას მოიცავდა და მისი საზღვრები არასდროს ემთხვეოდა ეთნიკურ აფხაზეთს, ე.ი...

აფხაზეთი

Image
  შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ქართველური ტომების დასახლება ძვ. წ. VI-V ათასწლეულებში ივარაუდება, ხოლო კერძოდ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის ცხოვრების კვალი არქეოლოგიურად  დადასტურებულია ქვედა პალეოლითის  პერიოდიდან ( იაშთხვას  ნამოსახლარი). [1]  უკვე ძვ. წ. IV ათასწლეულიდან აფხაზეთში განვითარებული იყო არა მხოლოდ  მიწათმოქმედება  და  მესაქონლეობა , არამედ  მეცხოველეობა ,  კერამიკის  წარმოება,  ქვის ,  სპილენძისა  და  ბრინჯაოს  დამუშავება. ძვ. წ. II ათასწლეულიდან შემორჩენილია  მრავალი დოლმენი .  ანტიკურ ხანამდე  ამ ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვაუწყებს, რომ აქ არსებობს საერთო  კოლხური , ე. ი. ქართველური კულტურა. ამ დიდი კულტურის შიგნით, სპეციალისტთა დასკვნით, გამოიყოფა ცალკეული რეგიონალურ-ლოკალური ვარიანტები, მაგრამ მთლიანობაში ის კოლხური კულტურაა. წყარო:ვიკიპედია